რეკლამა

იტალიაში იმერული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

იტალიაში იმერული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

იმერული ღვინის ასოციაციისა და DMO-იმერეთის ჩართულობით, ქალაქ რომში  იმერული ღვინის დეგუსტაცია ჩატარდა,
რომელსაც ცნობილი სომელიე და ღვინის საერთაშორისო ექსპერტი კარმელო ზოსიმო სგანდურა, ასოციაციის მეგობართან, ქართული კულტურის პრომოუტერთან რომსა და იტალიაში - ნენო გაბელიასთან ერთად ესწრებოდა. 

დეგუსტაციაზე იტალიელი ღვინის ექსპერტები და მეღვინეები იმყოფებოდნენ, რომლებიც გაეცნენ იმერეთს, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონს, დააგემოვნეს სხვადასხვა დასახელების ქვევრისა და კლასიკური წესით დაყენებული იმერული ღვინოები. 

"დაისვა ბევრი შეკითხვა, იმერული ყურძნის ჯიშებთან, იმერული ტიპის ღვინოსთან,  მომზადების ტექნოლოგიასთან და ავთენტურობასთან დაკავშირებით. 


დეგუსტაციაზე ჩვენის მხრიდან ონლაინ რეჟიმში  ესწრებოდნენ იმერული ღვინის ასოციაციის დირექტორი და ღვინის საერთაშორისო ექსპერტი ქეთევან ჯურხაძე და DMO- იმერეთის  წარმომადგენელი ჟანა დანგაძე,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები