რეკლამა

მუდამ აქოთებული ქუჩა და ბალახვნის მოედნის მარჯვენა მხარე-რეაბილიტაციის შედეგი ქუთაისში

მუდამ აქოთებული ქუჩა და ბალახვნის მოედნის მარჯვენა მხარე-რეაბილიტაციის შედეგი ქუთაისში

2021 წელს რეაბილიტირებული აკაკი შანიძის აღმართი კვლავ რეაბილიტაციას საჭიროებს. 

"კაპიტალური რემონტის დროს "მოიგლიჯა" ქვაფენილი, დაიგო ახალი ტროტუარი, გამოიცვალა ღვარსადენის მილები, დაემატა ღვარსადენის 5 ახალი საწრეტი ჭა. ბოლოს, დროში რომ ვერ ჩაეტიეს, კანალიზაციის ერთ-ერთი ჭა შიდა მილით დაუკავშირეს ღვარსადენის ჭას. ამის შედეგი - მუდამ აქოთებული ქუჩა და ბალახვანის მოედნის მარჯვენა მხარე ( ორი ნაბიჯი - ს მაღაზიასთან). 

ზუსტად 2 თვე აკლია 2 წელიწადს და რა მდგომარეობაა თავადაც ხედავთ. ძალიან მაინტერესებს, რატომ უნდა გადაიყაროს ბიუჯეტი / ჩემი და ჩემნაირი მოქალაქეების გადახდილი ბეგარა/ უნამუსო და უპასუხისმგებლო ტენდერში გამარჯვებული არაპროფესიონალი კომპანიის "დასაქმებაში" და ურცხვი ზედამხედველობის სამსახურის რჩენაში? მინიმუმ 5 წელი არ უნდა გაძლოს ასფალტის საფარმა???,"-ამბობს ნატალია შავგულიძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები