მაშველი, რომელიც რაჭაში, სტიქიის ზონაში იმყოფებოდა, სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. დაშავებული ვერტმფრენით თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
"გაიცანით შოვიდან მაშველი ზურა კალანდაძე. სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. სასწრაფოდ ჩამოიყვანეს თბილისში ვერტმფრენით და მოათავსეს საავადმყოფოში. 2 საათი იწვა ხეჩინაშვილის კლინიკაში, ჩაუტარეს და სხვა სამედიცინო პროცედურები, შემდეგ კი პალატა დატოვა და შოვში დაბრუნდა. დაკარგულებს ვეძებთ და აქ ვერ გავჩერდებიო.
წარმოუდგენელია, არა? ესეთ გმირებზე დგას სამყარო დღეს და მადლობა მას. ფოტო ფარულად გადავიღე, წინააღმდეგობა ვერ გავუწიე).
ღმერთმა დაგლოცოს!,"-წერს სვეტლანა სინა.