ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 26-ე, 2023 წლის ბოლო სხდომაზე, ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. ️საკრებულოს სხდომას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტმა შეადგინა 115 510,7 ათასი ლარი, რაც 2023 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 14 026,0 ათასი ლარით აღემატება.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე დაიხარჯება 20 343,0 ათასი ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ხარჯებზე 2 873,9 ათასი ლარით მეტია.
️დასუფთავება და გარემოს დაცვა - 11 015,0 ათასი ლარი, გაიზარდა 1 938,4 ათასი ლარით;
განათლების სფეროს განვითარება - 21 398,0 ათასი ლარი, გაიზარდა 3 914,0 ათასი ლარით;სპორტის სფეროს განვითარება - 13 618,0 ათასი ლარი, გაიზარდა 3 769,8 ათასი ლარით;
კულტურისა და ახალგაზრდული სფეროს განვითარება - 12 131,0 ათასი ლარი, გაიზარდა 1 366,2 ათასი ლარით;
ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება - 2 319,2 ათასი ლარი, გაიზარდა 76,2 ათასი ლარით;
სოციალური პროგრამების დაფინანსება - 6 488,4 ათასი ლარი, გაიზარდა 794,2 ათასი ლარით;
მნიშვნელოვნად გაიზარდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხები და შეადგინა 1 755,0 ათასი ლარი (ზრდა 285,0 ათასი ლარი).
„ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია. ქუთაისის 2024 წლის ბიუჯეტი 14 მილიონი ლარით მეტია მიმდინარე წლის ბიუჯეტზე. ყველა პრიორიტეტული მიმართულებით მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაფინასება. იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის სფეროების დაფინანსება. ბიუჯეტი მზარდია და წლის ბოლომდე კიდევ ველოდებით რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას. 2024 წლის ბიუჯეტი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ ქუთაისისა და ქუთაისელებისათვის,"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.