რეკლამა

ქუთაისის საკრებულოს სხდომები პირდაპირ ეთერში თარგმანით გავა

ქუთაისის საკრებულოს სხდომები პირდაპირ ეთერში თარგმანით გავა

ქუთაისის საკრებულოს სხდომები დღეიდან პირდაპირი ეთერის საშუალებით, სუდო თარგმანით გავა. ინიციატივა საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, მამუკა რიჟამაძეს ეკუთვნის.

როგორც საკრებულოში აცხადებენ, აღნიშნული მოქალაქეებს საშუალებას მისცემს სრულად მიიღონ ინფორმაცია წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობის შესახებ.

"ჩვენთვის, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის, მნიშვნელოვანია, თანასწორობა, საჯარო და ღია მმართველობა. საკრებულოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეების დამოკიდებულება და ის უკუკავშირი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას ემსახურება,"-ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია.


ტეგები:

Facebook - კომენტარები