TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში კოლეჯ "იბერიის" კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ

ქუთაისში კოლეჯ "იბერიის" კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ

ქუთაისში კოლეჯ "იბერიის" კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ

 პროფესიული, საზოგადოებრივი კოლეჯ "იბერიის" კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ. 

პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი დღეს, კურსდამთავრებულებს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ კოლეჯის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.

პროფესიული განათლების მიზანს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ასევე  ინდივიდის პიროვნული და  პროფესიული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს. ამასთან, მისი ამოცანაა   შრომის ბაზარზე შეავსოს, კვალიფიციურ კადრზე მოთხოვნა- მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი. 

საზოგადოებრივი კოლეჯი "იბერია" აღჭურვილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მანქანა-დანადგარებითა და მოწყობილობებით. კოლეჯი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მასწავლებლებით, რომლებიც  სპეციალისტებს სხვადასხვა პროფესიის  მიხედვით ამზადებენ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu