ხონის სოფელ ძეძილეთის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, დაახლოებით ერთი წელია საავტომობილო გზის მონაკვეთზე სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების განთავსებას ითხოვენ.
"ხონის რაიონის სოფელ ძეძილეთის მე-4 კილომეტრის მოსახლეობა 1 წელია ვითხოვთ შველას. აღნიშნული მონაკვეთი არის ავარიულად საშიში, უკვე რამდენიმე ინციდენტი მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა გადავარდა გზის სავალი ნაწილიდან და კერძო ტერიტორიაზე შევარდა. მადლობა ღმერთს, არავინ დაშავებულა.
გარდა ამისა, ძალიან ბევრი შემთხვევები დაფიქსირდა. დღეს იყვნენ საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელი, რომელმაც გვითხრა, რომ ბავშვები გარეთ არ გაგვეშვა და მწოლიარე პოლიციელების დაყენებით დაგვენგრეოდა სახლები და ტურისტებს შეექმნებოდათ დისკომფორტი.
ვარ 4 შვილის დედა და შიშისგან ბავშვები მეზობელთან ვერ გამიშვია. გთხოვთ გვირჩიოთ, როგორ მოვიქცეთ და ვის მივმართოთ, რათა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობის უსაფრთხოება,"-განუცხადა topnews.ge-ს ერთ-ერთმა ადგილობრივმა.