TOPNEWS » მთავარი თემა » რიონის ხეობაში გზის მოწესრიგება იწყება

რიონის ხეობაში გზის მოწესრიგება იწყება

რიონის ხეობაში გზის მოწესრიგება იწყება

ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის 27 კმ-იანი (კმ22-კმ49) მონაკვეთის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი უახლოეს მომავალში დაიწყებს-ინფორმაციას ამის შესახებ ქვემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

 მათივე ცნობით, გზის 27 კმ-იან მონაკვეთს ჩაუტარდება რეაბილიტაცია და დაიგება ასფალტის საფარი.  

"ტენდერი, რომლის ფარგლებშიც ჩატარდება გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, უკვე დასრულებულია, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია და მიმდინარეობს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის ეტაპი, რის შემდეგაც გაფორმდება ხელშეკრულება,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, რიონის ხეობის მოსახლეობა აღნიშნული გზის მოწესრიგებას წლებია ითხოვდა. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu