TOPNEWS » მთავარი თემა » ლეჩხუმში რთველი დასრულდა

ლეჩხუმში რთველი დასრულდა

ლეჩხუმში რთველი დასრულდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ცაგერის მუნიციპალიტეტში რთველის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

პაპუნა მარგველიძემ, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან, მოადგილეებთან – ალუდა თუთისანთან და ლევან ჯმუხაძესთან, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერ ჭაბუკი ჭაბუკიანთან, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, უსახელოურის რთველში მიიღო მონაწილეობა.

რთველი ლეჩხუმში დასრულების ეტაპზეა. ამ დროისთვის გადამუშავებულია 1518 ტონამდე ყურძენი, მათ შორის ცოლიკაური – 1280 ტონა, ოჯალეში – 152 ტონა, უსახელოური – 86 ტონა. მოსავალს მევენახეებისგან როგორც კერძო სექტორი, ისე სახელმწიფო საწარმო „მოსავლის მართვის კომპანია“ იბარებს.

სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, წელს რთველმა რაჭა-ლეჩხუმში შეუფერხებლად ჩაიარა. რაჭაში რთველი უკვე დასრულებულია, გადამუშავებულია 3617 ტონამდე ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. მოსავალი 1500-მდე მევენახემ დააბინავა, მიღებულმა შემოსავალმა კი 27,6 მილიონი ლარი შეადგინა.

პაპუნა მარგველიძემ მადლობა გადაუხადა ყველა ჩართულ უწყებას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს პარლამენტში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დელეგატს გოჩა ენუქიძესა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის თანამშრომლებს კოორდინირებული მუშაობისა და აქტიური ჩართულობისთვის.

მისივე თქმით, სახელმწიფოს ჩართულობით, ყურძნის მიღების პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული მევენახე მოსავლის სრულად დაბინავებას არ შეძლებს. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu