TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულში 4 მცირე ჰესის მშენებლობა იგეგმება

ხარაგაულში 4 მცირე ჰესის მშენებლობა იგეგმება

ხარაგაულში 4 მცირე ჰესის მშენებლობა იგეგმება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძესთან ერთად, შპს „ენერგიის ფაბრიკის“ წარმომადგენლებს შეხვდა.
კომპანია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 4 მცირე ჰესის მშენებლობას გეგმავს. შეხვედრაზე მცირე ჰესების განვითარების პერსპექტივები და დაგეგმილი პროექტის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას პროექტის ტექნიკური მხარე და სამომავლო ხედვა გააცნეს. შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის ურთიერთგაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები, ასევე „ენერგიის ფაბრიკის“ დირექტორი კობა ჭანკვეტაძე, დამფუძნებელი ლევან დავითაძე და დირექტორის თანაშემწე ნიკა გოჩელაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu