TOPNEWS » მთავარი თემა » იმერეთში საახალწლო დღეები იწყება
იმერეთში საახალწლო დღეები იწყება
ახალი წლის დღეები იწყება!
21 დეკემბერს, 19:00 საათზე, ზესტაფონში, სახელმწიფო თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება.
საახალწლო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:
ეკა კახიანი; ნინი ბადურაშვილი; თაკო გაჩეჩილაძე; ქრისტინე იმედაძე; სოფო ხალვაში; კახა კუხიანიძე; ჯორჯიან სიქს და გუფილენდი.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს.
ღონისძიებების პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუა დაასაჩუქრებს.
შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ ჯადოსნური განწყობა.





