TOPNEWS » მთავარი თემა » გოგნის ქარის კომპანიის წარმომადგენლები თერჯოლის სოფლებში მოსახლეობას ხვდებიან

გოგნის ქარის კომპანიის წარმომადგენლები თერჯოლის სოფლებში მოსახლეობას ხვდებიან

გოგნის ქარის კომპანიის წარმომადგენლები თერჯოლის სოფლებში მოსახლეობას ხვდებიან

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის  საკონფერენციო დარბაზში, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით,  შპს გოგნის ქარის კომპანიის საქმიანობის შესახებ საჯარო განხილვები გაიმართა.

როგორც ცნობილია, თერჯოლისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში 224  მგვტ სიმძლავრის „გოგნის ქარის ელექტროსადგურის” 220 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის და 220 კვ. ქვესადგურის მშენებლობა იგეგმება.  შეხვედრაზე, კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნული პროექტის  გარემოს ზემოქმედების შეფასების  (გზშ) შესახებ ანგარიში წარმოადგინეს.

საჯარო განხილვებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად თერჯოლის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები დაესწრნენ. 

დღესვე, ანალოგიური ტიპის საჯარო განხილვები  სოფელ ახალთერჯოლაშიც ჩატარდა. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში, კომპანიის წარმომადგენლები 20 თებერვალს სოფელ ჩხარის და გოგნის  მოსახლეობასაც შეხვდებიან.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu