ქუთაისში მოქმედმა კაფე-ბარებმა შობის დღესასწაული აღნიშნეს.
“ქუთაისური კაფე-ბარები, რომლებიც მუდმივად არიან ჩართული ქალაქის აქტიურ ცხოვრებაში, განაგრძობენ საუკეთესო ტრადიციების დაფუძნებას. საახალწლოდ გამშვებებული, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის კვების ობიექტები, „ჩერი“, „თუთა“, „ლუდის მუზეუმი“, „ჰაკერ ფშორი“ დღესაც გამორჩეულად შეეგებნენ შობას. ამ ქუჩაზე, ისედაც, ყოველთვის თბილი ატმოსფეროა სტუმარმრავალი კაფეების გამო.
წლების წინ დანერგილი ტრადიცია, ასევე, ახალმა ქუთაისურმა კაფემ, „სტრეტომ“ გააგრძელა, რომლის საახალწლო დეკორი ისედაც გადამდებ განწყობას ქმნის წმიდა ნინოს ქუჩაზე, მე-3 საჯარო სკოლის წინ.
გვიხარია, რომ DMO იმერეთმა ასეთ ლამაზ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი და ქუთაისში შობის ღამე უკვე მშვენიერ, კეთილშობილურ და განსაკუთრებულ ალილოსთან ასოცირდება,”-აცხადებენ DMO იმერეთში.