TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისელი ხელოვანი, რომელიც ყოველდღიურად ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს
ქუთაისელი ხელოვანი, რომელიც ყოველდღიურად ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს
დ.კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეამ, ქ. ქუთაისის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ვარლამ ფესტვენიძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა.
ფოტოხელოვანმა დამთვალიერებლებს, მისი ფოტო ობიექტივიდან დანახული სხვადასხვა თემატიკის ნამუშევარი შესთავაზა.
ადამიანური ემოციები, ყოველდღიური ყოფა- ცხოვრების ამსახველი მომენტები, და ისტორიული ქრონიკები შთამბეჭდავ სანახაობად იქცა.
ხელოვანი ვარლამ ფესტვენიძე ა(ა)იპ “ სპეციალური სერვისების” თანამშრომელია. იგი წლებია ჩვენი ქალაქის სისუფთავესა და სილამაზეზე, ყოველდღიურად ზრუნავს.





