დ.კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეამ, ქ. ქუთაისის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ვარლამ ფესტვენიძის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა.
ფოტოხელოვანმა დამთვალიერებლებს, მისი ფოტო ობიექტივიდან დანახული სხვადასხვა თემატიკის ნამუშევარი შესთავაზა.
ადამიანური ემოციები, ყოველდღიური ყოფა- ცხოვრების ამსახველი მომენტები, და ისტორიული ქრონიკები შთამბეჭდავ სანახაობად იქცა.
ხელოვანი ვარლამ ფესტვენიძე ა(ა)იპ “ სპეციალური სერვისების” თანამშრომელია. იგი წლებია ჩვენი ქალაქის სისუფთავესა და სილამაზეზე, ყოველდღიურად ზრუნავს.