TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს

ხარაგაულში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს

ხარაგაულში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექი მოვიდა.

მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ხელმძღვანელობით, დილიდანვე ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო  გზების გაწმენდითი სამუშაოები.

ამ დროისათვის იწმინდება დაბის ცენტრალური გზები. პარალელურ რეჟიმში გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო  სოფლებში.

გაწმენდილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები: ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთი და ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის მიმართულებით, რაც აღნიშნულ გზებზე,  შეუფერხებელ სატრანსპორტო მოძრაობას უზრუნველყოფს.

გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე ტექნიკა ღამის საათებიდან მუშაობს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu