TOPNEWS » მთავარი თემა » ხონში საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა
ხონში საცხოვრებელი სახლები და ეზოები დაიტბორა

უხვმა ნალექმა ხონის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა.
"ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი ეზოები, სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
მუნიციპალიტეტში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სპეციალური სამსახურები.
დილიდან დაიწყო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე ხელმძღვანელობს,"-აცხადებენ ხონის მერიაში.