რეკლამა

რაზე დაიხარჯება სამტრედიის გაზრდილი ბიუჯეტი?

რაზე დაიხარჯება სამტრედიის გაზრდილი ბიუჯეტი?

სამტრედიის მერმა დავით ბახტაძემ, მერის სათათბირო ორგანოს, მრჩეველთა საბჭოს წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. 

მერმა საბჭოს წევრებს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა პროგრამების  ფარგლებში მიმდინარე,  დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ესაუბრა. 

"ასევე, განიხილა მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელიც ამ დღეებში საკრებულოს წარედგინება. აღსანიშნავია, რომ
2023 წლის ბიუჯეტთან შედარებით, 2024 წლის ბიუჯეტის მთლიანი შემოსავალი  2 996.9 ათასი ლარითაა გაზრდილი, რაც მოქალაქეების საჭიროებებზე,  სოციალურ და სხვადასხვა მიმართულებებზე დაიხარჯება.

დღევანდელ შეხვედრაზე მერმა, მუნიციპალიტეტის განვითარებაში  ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი განმარტებით ჩამოყალიბების პროცესშია ახალგაზრდული საბჭოს შექმნის იდეა, რომელიც  უკვე არსებული საბჭოს გაფართოების და მასში მოტივირებული ახალგაზრდების  გაწევრიანებასაც გულისხმობს. საამისო მზაობა უკვე გვაქვს.

საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული, სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების, ასევე, ბიუჯეტის განხილვა საკრებულოში წარდგენამდე და რეკომენდაციების შემუშავება.

საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა, მერსა და მოსახლეობას შორის მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა, მოქალაქეთა ინტერესების წარმოდგენა და დაცვა მერის საქმიანობაში,"-აცხადებენ მერიის პრესსამსახურში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები