ქუთაისში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს საკუთარი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა მიეცა.
გიორგი ზაქარიაძის და ქეთევან შაუთიძის ოჯახში 7 მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება. ოჯახი ქუთაისში, რიონჰესის ქუჩაზე ცხოვრობს.
მრავალშვილიანი ოჯახის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა და გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც ისინი ქუთაისის მერიის ერთ-ერთი სოციალური ქვეპროგრამის ბენეფიციარები გახდნენ. ქუთაისის მერიის და ა(ა)იპ "იმერეთის განვითარების ცენტრის" ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა
გიორგისთვის საოცნებო რკინის საამქროს მოსაწყობად აუცილებელი ტექნიკა -დანადგარების შეძენა.
"ბავშვიანი ოჯახების ეკონომიკური გაძლიერების " ქვეპროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიანმა ოჯახმა შეძლო საქმიანობის სპექტრის გაფართოება და შესაბამისად, შემოსავლის გაზრდა.
გიორგიმ და ქეთიმ, პროექტის ფარგლებში ასევე გაიარეს "პოზიტიური მშობლობის" ათი სესია. მოისმინეს ტრენინგები სამეწარმეო საფუძვლების, ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური ქსელების როლზე გაყიდვების პროცესში, ბიზნეს- გეგმის წერის შესახებ, ასევე მიიღეს ბიზნესის განვითარების ექსპერტების კონკრეტული რჩევები მარკეტინგის, ბრენდინგისა და საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობის თემებზე,"-აცხადებენ ქუთაისის მერიაში.