ქუთაისში, გრიშაშვილის ქუჩაზე, თეთრი ხიდის მიმდებარედ არსებული საფეხმავლო ბილიკი ბოლო ორი თვის მანძილზე მეორედ ჩაინგრა. ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ავრცელებს.
ცნობისთვის, აღნიშნულ ქუჩას სრული რეაბილიტაცია 3 წლის წინ ჩაუტარდა. პროცესი როგორც საფეხმავლო ბილიკის, ისე სავალი ნაწილის სრულ განახლებას ითვალისწინებდა.