რეკლამა

"ჯორჯიან მანგანეზის" მმართველი: ჭიათურა სოციალური პროექტია

"ჯორჯიან მანგანეზის" მმართველი: ჭიათურა სოციალური პროექტია

ჭიათურაში სამთომოპოვებით საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

"ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენლებმა ჟურნალისტებს განუმარტეს, თუ როგორია კომპანიის ხედვა ჭიათურის საწარმოებში შექმნილი კრზისის დაძლევის, რომელიც ამ დრომდე გამოწვევად რჩება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჭიათურაში სამთომოპოვებით საქმიანობას, ფინანსური შედეგებისა და ეკონომიკური ეფექტიანობის განსაზღვრას საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PricewaterhouseCoopers-ი შეისწავლის.

კომპანიის წარმომადგენლებმა მედიის კითხვებსაც უპასუხეს. ჟურნალისტები დაინტერესდნენ ბაზარზე შექმნილი კრიზისის და ზარალის მიუხედავად, თუ  რატომ განაგრძობს "ჯორჯიან მანგანეზი" ჭიათურაში ოპერირებას, რაზეც  გენერალურმა დირექტორმა განაცხდა, რომ ჭიათურა სოციალური პროექტია და კომპანია საქმიანობას მაღალი პასუხისმგებლობით უდგება.

"ამავე შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლებმა  დეტალურად მოისმინეს ინფორმაცია კომპანიის გარემოსდაცვითი პოლიტიკის შესახებ. ჯორჯიან მანგანეზის სპეციალურმა მმართველმა ბესიკ კირთაძემ ჟურნალისტებს ორწლიანი სამოქმედო გეგმა გააცნო, რაც ჭიათურაში სარეკულტივაციო სამუშაოების გაგრძელებას და მდინარე ყვირილას შლამისგან დაბინძურებით შექმნილი პრობლემის მოგვარებას გულისხმობს,"-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები