“ერთად ჩვენ შევძლებთ ბევრი წარმატების მიღწევას, დაბრკოლების გადალახვას, დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანას და მეტი კეთილდღეობის მოტანას ჩვენი ვანისთვის”

ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი მხარდაჭერისათვის ამომრჩევლებს მადლობას უხდის. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის თქმით, დარწმუნებულია, რომ მოსახლეობასთან ერთად ბევრი წარმატების მიღწევას შეძლებენ.
“ძვირფასო ვანელებო!
მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს თქვენი არჩევანისთვის, კიდევ ერთხელ გამოჩენილი მხარდაჭერისთვის!
მადლობას ვუხდი ჩემი გუნდის და შტაბის ყველა წევრს გაწეული შრომისთვის და გვერდით დგომისთვის, რამაც ასეთი შთამბეჭდავი შედეგი მოგვიტანა.
მადლობა პარტია "ქართულ ოცნებას" ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის.
ერთად ჩვენ შევძლებთ ბევრი წარმატების მიღწევას, დაბრკოლების გადალახვას, დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანას და მეტი კეთილდღეობის მოტანას ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის!
მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის,”-ამბობს ალექსანდრე გოგორიშვილი.