TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის მერიის საზაფხულო ბანაკში 120 მოსწავლე ჩაერთო

ქუთაისის მერიის საზაფხულო ბანაკში 120 მოსწავლე ჩაერთო

ქუთაისის მერიის საზაფხულო ბანაკში 120 მოსწავლე ჩაერთო

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკი დასრულდა. 

ქალაქის საჯარო სკოლების მე-8, მე-9, მე-10 კლასის წარმატებული მოსწავლეებისთვის მერიამ საზაფხულო ბანაკი სამ ნაკადად მოაწყო და მასში მონაწილეობა 120-მა ახალგაზრდამ მიიღო. 

პირველი აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით,  დაბა ბაკურიანში, ბანაკის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები რამდენიმე თემაზე: დამოუკიდებლად სწავლის უნარების გაძლიერება, დროის მენეჯმენტი, გუნდური მუშაობა, კარიერის დაგეგმვა, მოხალისეობა, ადვოკატირება, კონკურსების საპროექტო განაცხადის შედგენისა და დონორების მოძიების პრაქტიკული ჩვევების შეძენა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu