რეკლამა

"ხონის მუნიციპალიტეტი საქართველოდან ერთ-ერთი მოწინავეა, რომელიც OGP Local-ის წევრი 2020 წელს გახდა და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს დასახულ ამოცანებს"

"ხონის მუნიციპალიტეტი საქართველოდან ერთ-ერთი მოწინავეა, რომელიც OGP Local-ის წევრი 2020 წელს გახდა და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს დასახულ ამოცანებს"

ხონის მერი ლადო ჯურხაძე ღია მმართველობის პარტნიორობის მე-8 გლობალურ სამიტში მონაწილეობდა, რომელიც ესტონეთის პრემიერ მინისტრმა კაია კალასმა გახსნა.

"OGP პლატფორმა საუკეთესო შესაძლებლობაა 76 ეროვნული და 104 ადგილობრივი ხელისუფლების, პლუს ათასობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე სასაუბროდ.

მოგეხსენებათ, რომ ხონის მუნიციპალიტეტი საქართველოდან ერთ-ერთი მოწინავეა, რომელიც OGP Local-ის წევრი 2020 წელს გახდა და მას შემდეგ წარმატებით ახორციელებს დასახულ ამოცანებს.

კვლავ გამოვხატავ მზაობას ადგილობრივ დონეზე შევქმნათ უფრო ღია, ინკლუზიური, მონაწილეობითი და ანგარიშვალდებული გარემო, რისთვისაც არაერთი ძლიერი პარტნიორი მოვიწვიეთ სათანამშრომლოდ და სამოქალაქო საბჭოების გაძლიერების გზით ვიწყებთ კიდევ ერთ ახალ ეტაპს, რაც მოქალაქეთა ჩართულობით მმართველობის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

ჩემი მიზანია დროულად და ეფექტიანად ვუპასუხოთ მთავარ გამოწვევას. ვუზრუნველყოთ ისეთი სერვისების მიწოდება და მოქალაქეთა ჩართულობის ფორმების დანერგვა, რომელიც ადგილობრივ დონეზე საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, მათ შორის მარგინალიზებულ ჯგუფებს მიიღონ სამართლიანი და საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული მმართველობა, რაც მათ ცხოვრებაზე დადებით გავლენას მოახდენს.

ასევე, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრაზე ვიმყოფებოდი ტალინის მერთან მიხაილ კოლვარტთან, სადაც შესაძლებლობა იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუნიციპალიტეტების მერებთან გამოცდილების გაზიარების.

ასევე სასიხარულოა ის ფაქტი, რომ OGP Local-ის კომუნიკაციების გუნდი იმყოფებოდა ხონში და მათ მიერ, ჩვენს საუკეთესო პრაქტიკაზე მომზადებულ სიუჟეტს მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ადამიანი იხილავს,"-ამბობს ლადო ჯურხაძე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები