ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ძულუხის საჯარო სკოლაში გათბობის სისტემა მოეწყო.
სკოლაში, რომელიც 265 მოსწავლეზეა გათვლილი, დამონტაჟდა გათბობის სრულიად ახალი სისტემა; ახლით შეიცვალა ყველა ძველი კარი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სამედიცინო ოთახი.
"სამუშაოები სრულად დასრულებული იქნება ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის და აღნიშნული პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე სკოლა გათბობის საშუალებად შეშის ღუმელებს იყენებდა. პროექტი, რომლის ღირებულება 113 032 ლარია, განახორციელა ვანის მუნიციპალიტეტის მერიამ ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით,"-აცხადებენ მერიაში.