TOPNEWS » მთავარი თემა » რა კეთდება ქუთაისში?

რა კეთდება ქუთაისში?

რა კეთდება ქუთაისში?

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია, საკრებულოს წევრი ამირან კოპალეიშვილი ასლანიკაშვილის ქუჩის #19  და #59-ის მიმდებარედ  საყრდენი კედლების მოწყობის სამუშაოებს გაეცნენ. ქუჩის ამ მონაკვეთზე ეწყობა მონოლითური რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები, სადრენაჟო და სანიაღვრე სისტემებით. პროექტის ღირებულება 168 000 ლარია.

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს  სულხან-საბას გამზირის ბოლო მონაკვეთზე.  გზაზე განახლდება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე, გაკეთდება ტროტუარი და განათება.  ჯამში, სულხან-საბას გამზირის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის 1 123 000-მდე ლარი დაიხარჯება. პროექტი რეგიონული განვითარების პროექტების ფონდის მიერ არის დაფინანსებული.

დაწყებულია ახალი სკვერის მოწყობა ერისთავის ქუჩაზე.  მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, ქალაქის თვითმმართველობამ  მიიღო გადაწყვეტილება, რომ ერისთავის ქუჩის N15-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული სივრცე შეექმნა.  სკვერში გაკეთდება გაზონები,  დაიგება ქვაფენილი, მოეწყობა საბავშვო მოედანი, განათება, გამწვანება, ფანჩატური. სკვერის მოსაწყობად  ადგილობრივი ბიუჯეტიდან  49 998 ლარია განსაზღვრული.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu