რეკლამა

"ხალხს მუშაობა ეზარება,"-რას ამბობს ერთ-ერთი დამსაქმებელი?

"ხალხს მუშაობა ეზარება,"-რას ამბობს ერთ-ერთი დამსაქმებელი?

"დღესაც შემიძლია 50 კაცის დასაქმება, თუმცა პროფესიონალი კადრები ჭირს" , - ამის შესახებ BMG-სთან უნიფორმების სამკერვალო კომპანია "ნიტექსში" აცხადებენ. საწარმოს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კვალიფიციურთან ერთად, დაბალი კვალიფიკაციის მქონე მუშა ხელსაც ვერ პოულობენ.

"კადრების დეფიციტი არის. დღესაც შემიძლია, დაახლოებით, 50 კაცის დამატება, თუმცა პროფესიონალი კადრები ჭირს. ვაკანსიების გამოქვეყნება შევწყვიტე, აზრი არ აქვს", - აცხადებს ელიზბარ მანაგაძე.

BMG-ის კითხვას: სამუშაო ძალის დეფიციტის მიზეზი დაბალი ანაზღაურება ხომ არ არის, ელიზბარ მანაგაძე პასუხობს:

"საკმაოდ მაღალი ხელფასებია. ჩემთან მკერავს 1200-დან 1500 ლარამდე აქვს ხელფასი. მე მგონი, არ არის დაბალი ქალისთვის, რომელიც 9-დან 6 საათამდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, მუშაობს. მიმაჩნია, რომ ამის [კადრების დეფიციტის] მიზეზი სიზარმაცეა. ადამიანებს მუშაობას არ უნდათ", - აღნიშნა "ნიტექსის" დირექტორმა და დასძინა:

"არსებობენ პატარ-პატარა საწარმოები, რომლებსაც წარმოებას ვერც დავარქმევ, 4-5-კაციანი სამკერვალოები რომ აქვთ გახსნილი, არანორმალურ ხელფასებს იძახიან. ხალხიც იქით მიდის, მერე იქ ვერ იღებენ იმას, რაც უნდათ და სხვაგან მიდიან. ასე წინ და უკან დადიან".


ტეგები:

Facebook - კომენტარები