რეკლამა

საქართველოს ყველაზე პოპულარულ 5 დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის რეკორდულ მონაცემებს 31%-ით გადააჭარბა

საქართველოს ყველაზე პოპულარულ 5 დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობამ 2019 წლის რეკორდულ მონაცემებს 31%-ით გადააჭარბა

2023 წლის 7 თვის მონაცემით, საქართველოს ყველაზე პოპულარულ 5 დაცულ ტერიტორიას - პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, წალკის კანიონს და მტირალას ეროვნულ პარკს 370 547 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის რეკორდულ მონაცემებთან შედარებით, ჯამში, 31%-ით არის გაზრდილი. 

2023 წლის 7 თვეში, საქართველოს ყველა დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობა (521 086 ვიზიტორი), 2022 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით (461 359 ვიზიტორი), 13 %-
ით გაიზარდა, 2019 წლის ანალოგიურ მონაცემებთან მიმართებაში კი, უკვე დაფიქსირდა 83%-იანი აღდგენა. 

"საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი და, შესაბამისად, მათი რაოდენობაც. პირველ ხუთეულში შედიან ქვეყნები: პოლონეთი, ემირატები, ინდოეთი, ყაზახეთი, რუსეთი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს სხვადასხვა პროექტს ეკოტურიზმის გასავითარებლად, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ვიზიტორების რაოდენობის ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გაუმჯობესებას,"-აცხადებენ სააგენტოში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები