TOPNEWS » მთავარი თემა » ხონში მუსიკალურ-კულტურული ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

ხონში მუსიკალურ-კულტურული ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

ხონში მუსიკალურ-კულტურული ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა

"აწარმოე საქართველოში" პროექტის ფარგლებში დაფინანსებული, მუსიკალურ-კულტურული ცენტრის "EXCLUSIVE"-ის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ახალგაზრდა, ნიჭიერი შემოქმედი კახა წულაია ხელმძღვანელობს. ღონისძიებაზე მოწვეული საზოგადოებისთვის ცენტრის ქავერ ბენდის „Brave Birds“ -ის მიერ შესრულდა მუსიკალური ნომრები.

"დღეს საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია ჩემ მიერ განხორციელებული პროექტის შესახებ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ბოლომდე იდგა ჩემ გვერდით და თავისი წვლილი შეიტანა ჩვენი ქალაქის კულტურული განვითარების საქმეში,
"-განაცხადა კახა წულაიამ.

ღონისძიებას  ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გელა ჩოგოვაძე, საჯარო მოხელეები, განათლების, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და  სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu