ტყიბულის მუნიციპალიტეტის ხრესილის საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უტარდება.
პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. ღირებულება 2 777 707 ლარს შეადგენს.
სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი და შედგება ორსართულიანი ძირითადი შენობისა და დამხმარე ნაგებობისაგან. თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულებაში გათვალისწინებულია ბიბლიოთეკის, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ტექნოლოგიური ლაბორატორიების, გარე საფეხბურთო მოედნის მშენებლობა და ეზოს კეთილმოწყობა.დამონტაჟდა გათბობის და წყალმომარაგების სისტემები. შენობა სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
აღსანიშნავია, რომ 2024-25 სასწავლო წელს სკოლა ექსპლუატაციაში შევა და განახლებულ სივრცეში მიიღებს მოსწავლეებს.