TOPNEWS » მთავარი თემა » რაზე ესაუბრა იმერეთის გუბერნატორი ჩინეთიდან ჩამოსულ დელეგაციას?

რაზე ესაუბრა იმერეთის გუბერნატორი ჩინეთიდან ჩამოსულ დელეგაციას?

რაზე ესაუბრა იმერეთის გუბერნატორი ჩინეთიდან ჩამოსულ დელეგაციას?

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დელეგაციას უმასპინძლა, რომლის შემადგენლობაში ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს კუეიჭოუს პროვინციის ექსპო ბიუროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები არიან. 

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობას, ასევე რეგიონის ბიზნესასოციაციებსა და ღვინის საწარმოებთან პარტნიორობას, ორმხრივი სამუზეუმო გამოფენების ხელშეწყობას და ერთობლივი კულტურული ღონისძიებების ორგანიზებას. 

ლევან ზალკალიანმა საქართველო-ჩინეთის, მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება და სტუმრებს იმერეთის ტურისტული პოტენციალის შესახებ ესაუბრა. 

“საქართველოსა და ჩინეთს შორის პარტნიორობა მუდმივად ვითარდება.  ჩვენთვის  მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი იმერეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებას, იმერული ღვინის პოპულარიზაციას, ასევე საერთაშორისო მასშტაბით  ჩვენი მუზეუმებით დაინტერსების ზრდას“,- განაცხადა ლევან ზალკალიანმა.

შეხვედრას იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები - მამუკა ხიმშიაშვილი, ბესიკ გოფოძე, გრიგოლ დალაქიშვილი, რწმუნებულის აპარატის უფროსი ნიკა კვერნაძე და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu