რეკლამა

ვანისა და ბაღდათის მეუფე: "ელისაშვილის სახე რომ ვნახე, მდინარაძე შემიყვარდა"

ვანისა და ბაღდათის მეუფე: "ელისაშვილის სახე რომ ვნახე, მდინარაძე შემიყვარდა"

ვანისა და ბაღდათის ეპარქიის მეუფე ანტონი "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით ქვეყანაში არსებულ დაპირისპირებას ეხმიანება. 

"რა თქმა უნდა, მთელი ეს დღეებია თვალყურს ვადევნებ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ვფიქრობ ჩემთვის, გამოვთქვა-არ გამოვთქვა ჩემი აზრი, ვიცი ორად გაყოფილ საზოგადოებაში აზრის გამოთქმის შედეგი. ვისაც ესიამოვნება მათთვის სამაგალითო სასულიერო პირი ვიქნები, ვისაც არა, როგორც სასულიერო პირს შემომიტევს, რა შენი საქმეაო, ჰოდა ვარ ასე გაორებული, არადა პირდაპირ ვხედავ, როგორ ფუთავენ ცუდს კარგის სამოსში... ამაზე მოგვიანებით...

მე მიკვირს იმ კაცთა (და არა ქალთა) საქციელი ვინც ელისაშვილს ამართლებს (სიმართლე გითხრათ ელისაშვილის სახე რომ ვნახე, მდინარაძე შემიყვარდა). ალეკო, რომელსაც ვაჟკაცობის მაგალითებზე ისტორიული გადაცემები მიყავს, ასე მუხანათურად თუ მოიქცეოდა, არ მეგონა, მთელი სხდომა გასუსული იჯდა  და უცებ, ვფიქრობ ვიღაცის შეკვეთით გააკეთა ის რაც ვნახეთ- "ჩიჩური"...
 
ეს იყო აშკარად დამარცხებული კაცის გამოხატულება ან რაღაც პროვოკაციულის წამოსაწყობად გამიზნულის ნიშანი, რასაც ვერ თუ არ მოყვა სცენარი. ამის შემდეგ უფრო ჩავუჯექი, გადავახვიე და ვუყურე მსჯელობებს, გეფიცებით მე იქ ვერ ვნახე ოპოზიციის ვერც ერთი არგუმენტი... აშკარაა რომ გულანთებულ ხალხს ატყუილებენ, კარგით ამაზეც არ გავაგრძელებ...
მიტინგზე, რომ შეძახილებია ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო და ა.შ.

რომელი საქართველოს გაუმარჯოს, ვინ ყვირის ამას, უსამშობლოობას რომ ქადაგაბენ და ლგპტს, რომ მხარს უჭერენ და ეკლესია და ყველაფერი ქართული რომ ძულთ? თან რომ არ მალავენ? რამ დაგაბრმავათ, რუსეთს რომ გიხსენებენ იციან გეკეტება გონება...

მადლობა ელჩებს, როგორც იქნა დაგმეს ელისაშვილის ქმედება, მაგრამ არგუმენტალურად ვერც ისინი ადასტურებენ კანონის უვარგისობას, უბრალოდ რა ქნან, შავ ფულს ვეღარ შემოუშვებენ  ნჯო-ების საკვებად...
თქვე დალოცვილებო, ეკლესიის თანხებზე გაკივიკართ კონტროლი და გამჭირვალეობაო და თქვენზე რა???,"-წერს მეუფე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები