TOPNEWS » მთავარი თემა » “რეორგანიზაციის გარეშე ჭიათურაში მაღაროების მუშაობა არ განახლდება”

“რეორგანიზაციის გარეშე ჭიათურაში მაღაროების მუშაობა არ განახლდება”

“რეორგანიზაციის გარეშე ჭიათურაში მაღაროების მუშაობა არ განახლდება”

ჭიათურაში სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული ერთ-ერთი მთავარი საკითხი სამთომოპოვებითი საქმიანობის განახლებას წარმოადგენდა. 

როგორც “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი”-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიღწეულია კონკრეტული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები სტრუქტურული ცვლილებების შემთხვევაში განახლდება. საუბარია სრულყოფილი რეორგანიზაციის პროცესზე, რომელიც ყველა დასაქმებულს, მათ შორის ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხებათ. 

“ცვლილებები მოიცავს:

• საწარმოს სტრუქტურულ რეორგანიზაციას;
• ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციას;
• შიდა ვაკანსიების გამოცხადებას;
• თანამშრომლების გადამზადებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების დაწყებას;           
• უსაფრთხო და თანამედროვე სამუშაო პირობების დანერგვას.
 
აღნიშნული პროცესები ემსახურება არარენტაბელური წარმოების გაჯანსაღებას, ეფექტიანობის ზრდას და ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას.

აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის გარეშე მაღაროების მუშაობა არ განახლდება. 

დამატებითი ინფორმაცია რეორგანიზაციის ეტაპების, ვაკანსიებისა და გადამზადების შესაძლებლობების შესახებ ეტაპობრივად გასაჯაროვდება.

კომპანიის მიდგომა მკაფიოა: მხოლოდ გონივრულად დაგეგმილი, ეკონომიკურად გამართლებული და გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ცვლილებების შემდეგ შეძლებს საწარმო სრულფასოვნად ფუნქციონირებას.

აღნიშნული ცვლილებებით კომპანია ვალდებულებას იღებს,  წარმოება გახადოს ეფექტიანი და სწორედ ამ მიზნით განახორციელოს ყველა საჭირო სტრუქტურული ცვლილება. 

წარმოების განახლებაზე მიღწეული შეთანხმება სამმხრივი კომისიის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის  მუშაობის შედეგია. სწორედ სამუშაო ჯგუფმა უზრუნველყო ისიც, რომ  კომპანიაში დასაქმებულებს დაერიცხათ ხელფასის 60%, ამასთან მიღწეულია შეთანხმება, რომ სააღდგომოდ დასაქმებულები ხელფასის კიდევ ერთ 60%-ს მიიღებენ,”-აცხადებენ კომპანიაში. 

ცნობისთვის, ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები 15-20 მაისის პერიოდში აღდგება. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu