ქუთაისში, მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის გამარჯვებულებს გალა-კონცერტზე დააჯილდოვებენ

ქუთაისში, მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის გამარჯვებულებს გალა-კონცერტზე დააჯილდოვებენ

 ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ტრადიციული მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა  დაიწყო, რომლის  ჩატარებას უზრუნველყოფს  ა(ა)იპ  „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება“.

მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადის  2024 წლის 
 საქალაქო შესარჩევი ტური ქუთაისის   აკაკი წერეთლის სახელობის N1 საჯარო სკოლაში  მიმდინარეობს შემდეგ ჟანრებში: ქართული ესტრადა, ქართული ხალხური სიმღერა, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. მასში მონაწილეობას ღებულობს ქალაქის  საჯარო და კერძო  სკოლების  მოსწავლეები (ასაკი შეზღუდული არ არის). მიმდინარე წელს შესარჩევ კონკურსში 28 სკოლა დარეგისტრირდა.

22 აპრილს ჩატარდა შესარჩევი ტური ქართულ ესტრადაში და  დარგის სპეციალისტებისგან დაკოპმლექტებულმა  ჟიურიმ გამოავლინა დასკვნით ტურში გადასული მონაწილეები. 

ჟიურის შემადგენლობა: (ქართული ესტრადა, ქართული ხალხური სიმღერა) ელეონორა გოგოლაშვილი, ირინე ლომინაძე, ნათია გოგუაძე. ქეთევან ბანცაძე, ირაკლი სირბილაძე;

ჟიურის შემადგენლობა: (ზეპირსიტყვიერება) ბექა ქებულაძე, ელისო ქაროსანიძე,  თორნიკე მარჯანიშვილი, ავთანდილ სახამბერიძე;

ჟიურის შემადგენლობა: (სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება) ნიკო ბერიშვილი, ანა რევიშვილი, ილია ავალიანი,  მამუკა ტყეშელაშვილი;

გამარჯვებულების დაჯილდოვება ივნისის თვეში, გალა-კონცერტზე გაიმართება. პ


ტეგები:

Facebook - კომენტარები