TOPNEWS » მთავარი თემა » ონის შესასვლელში მოძრაობა კვლავ შეზღუდულია
ონის შესასვლელში მოძრაობა კვლავ შეზღუდულია
ქალაქ ონის შესასვლელთან განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული სიტუაციის გაცნობის მიზნით საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.
"ამ დროისთვის გზის სავალი მონაკვეთი ნაწილობრივ გაწმენდილია, თუმცა ფერდიდან ქვის ცვენის პროცესი კვლავ აქტიურია, რის გამოც უსაფრთხოებიდან გამომდინარე გზაზე გადაადგილება შეზღუდულია.
დღის მანძილზე არსებული ტერიტორიის შესწავლის მიზნით გეოლოგები და მეკლდეურები ჩამოვლენ, განხორციელდება ფერდზე განვითარებული პროცესის დაკვირვება და მონიტორინგი. ადგილზე, კვლავ რჩებიან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები.
მოგიწოდებთ, გაითვალისწინოთ შექმნილი მდგომარეობა, დაიცვათ უსაფრთხოების წესები,"-აცხადებენ ონის მერიაში.





