რეკლამა

80 წლის შემდეგ პირველად-რა ინფორმაციას აქვეყნებს ქუთაისის მერიის კულტურის ააიპი?

80 წლის შემდეგ პირველად-რა ინფორმაციას აქვეყნებს ქუთაისის მერიის კულტურის ააიპი?

80 წლის შემდდეგ, პირველად, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე კამილ სენ-სანსის ყველაზე პოპულარული ოპერის - “სამსონი და დალილა” პრემიერა გაიმართა. სპექტაკლში სამსონის პარტია ცნობილმა ქუთაისელმა ტენორმა გიორგი სტურუამ შეასრულა. 
ასევე, სპექტაკლში „სამსონი და დალილა“ მონაწილეობა მიიღეს  თბილისის ოპერის თეატრის სოლისტებმა, მოწვეულმა მომღერლებმა, გუნდმა, ორკესტრმა და საბალეტო დასმა. დამდგმელი დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი, დირიჟორები - ლევან ჯაგაევი და კახი სოლომნიშვილი.

კამილ სენ-სანსმა 13 ოპერა დაწერა, მაგრამ მხოლოდ ეს ერთი შემორჩა მსოფლიოს საოპერო თეატრების რეპერტუარს. „სამსონი და დალილა“ ძველი აღთქმის სიუჟეტს ეფუძნება. მისი ლიბრეტო ფერდინანდ ლემერს ეკუთვნის. ოპერის პრემიერა 1877 წლის 2 დეკემბერს ვაიმარში შედგა, მისი პარიზული პრემიერა კი „გრანდ ოპერაში“ 1892 წლის 23 ნოემბერს გაიმართა. დღეს „სამსონი და დალილა“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ოპერაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანამედროვე საოპერო თეატრების სცენებზე, დალილას პარტია კი ყველა მეცო-სოპრანოს საყვარელი და საოცნებო პარტიაა. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ხელმძღვანელი  ბადრი მაისურაძე კი შანსს აძლევს ახალგაზრდებს აიმაღლონ პროფესიონალიზმი და მონაწილეობა მიიღონ სპექტაკლში.

“სამსონი და დალილას" ნანატრი პრემიერა თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე შედგა და წლების მოლოდინი ნამდვილად გაამართლა. სენ-სანსის „სამსონი და დალილა“ „ბიზეს „კარმენთან“ ერთად ფრანგული რეპერტუარიდან ყველაზე პოპულარულ ოპერადაა მიჩნეული და ყველა საოპერო თეატრის სასურველი ობიექტია, რაც მისი მუსიკალური მიმზიდველობით და დრამატურგიული ღირსებებით არის განპირობებული. სპექტაკლი ვფიქრობ, საეტაპო იყო სამსონისა და დალილას პარტიების ახალგაზრდა შემსრულებლებისთვისაც, რომლებმაც არა მარტო ოპერის წამყვანი ვოკალური პარტიების მდგრადობა განსაზღვრეს და რთული ვოკალური ამოცანები დაძლიეს, არამედ გიორგი სტურუამ და ირინა შერაზადაშვილმა შთამბეჭდავი სცენური სახეები შექმნეს, განსაკუთრებით მეორე აქტში, რომელიც ცენტრალურია ოპერის დრამატურგიაში და ტრისტანისეული სულისკვეთებით და ვაგნერისეული „უსასრულო მელოდიის“ პრინციპით გამოირჩევა„სამსონ და დალილას“ პირველმა საპრემიერო სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა, ამის დასტური იყო ხანგრძლივი ოვაციები და მადლიერი მსმენელის რეაქცია.“. აღნიშნავს მუსიკისმცოდნე, კონსერვატორიის პროფესორი, მარინა ქავთარაძე

აღსანიშნავია, რომ თბილისის ოპერის სცენაზე „სამსონი და დალილა“ პირველად 1894 წელს - 130 წლის წინ დაიდგა, ბოლოს კი ეს სპექტაკლი ქართველმა მაყურებელმა თეატრში 80 წლის წინ - 1944 წელს ნახა.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე სპექტაკლის ნახვას მაყურებელი 23, 24, 25 თებერვალსა და 1, 2, 3 მარტსაც  შეძლებს. ( 23  და 25  თებერვლის  სპექტაკლებში სამსონის პარტიას გიორგი სტურუა შეასრულებს).


ტეგები:

Facebook - კომენტარები