რეკლამა

52 წლის მამაკაცი 12 წლის გოგონას წერდა და შიშველ ფოოტებს სთხოვდა-რა მოხდა თერჯოლაში?

52 წლის მამაკაცი 12 წლის გოგონას წერდა და შიშველ ფოოტებს სთხოვდა-რა მოხდა თერჯოლაში?

თერჯოლაში ადგილობრივებმა პედოფილიაში ბრალდებული მამაკაცი ცემეს. შემთხვევა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. 

როგორც წყარო ახალი ამბების სააგენტო "ტოპნიუსს" უყვება, 52 წლის მამაკაცი 12 წლის გოგონას სოციალური ქსელის საშუალებით წერდა და მისგან შიშველ მდგომარეობაში მყოფი სურათების გაგზავნას ითხოვდა. 

"გოგონამ ეს ამბავი უფროს ძმას უთხრა, რომელმაც და დაარიგა და უთხრა, რომ მიეწერა მამაკაცისთვის და ის თერჯოლაში ჩამოეყვანა. პედიფილიაში ბრალდებული კაცი თბილისიდან არის. როგორც ვიცით, ერთხელ უკვე იყო ნასამართლევი აღნიშნული ბრალდებით და ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. თერჯოლაში ჩამოსული ადგილობრივებმა სცემეს, რის შემდეგაც ის პოლიციამ დააკავა,"-აცხადებს წყარო. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები