რეკლამა

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში "გვირილობის მოედანი" და "ვარდების ხეივანი"მოეწყობა

ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში "გვირილობის მოედანი" და "ვარდების ხეივანი"მოეწყობა

ქუთაისის 175 წლიანი ისტორიის მქონე ცენტრალურ ბულვარში რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ, “გვირილობის მოედანი” და “ვარდების ხეივანი” მოეწყობა. 

მასშტაბურ პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. 

“სპეციალისტების მიერ დამუშავებული რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით, პარკის გეგმარება რჩება უცვლელი და განახლდება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა, სადაც გამოყენებული იქნება მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები და დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, ტერიტორიას დაემატება ახალი ხე-მცენარეები. დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები, მოპირკეთდება სფეხმავლო ბილიკები. ასევე,  დაგეგმილია არსებული საზოგადობრივი საპირფარეშოს რეაბილიტაცია და მედიათეკის განთავსება, რომელიც მოაზრებული იქნება ერთიან საპროექტო კონტექსტში, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შესასვლელებით. პარკის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია „გვირილობის მოედნის“ და პარკის ქვედა ნაწილში ახალი რეკრეაციული სივრცის ,,ვარდების ხეივნის“ მოეწყობა. პარკის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია არსებული უნიკალური ჯიშის ხე-მცენარეების შესწავლა, აღნუსხვა და სრული ტაქსაცია,”-აცხადებს უნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე.

ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას საქართველოს მთავრობა 14.9 მილიონი ლარით აფინანსებს. 

“პარკი 1821 წელს გაშენდა და ის გასული საუკუნის დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების თავშეყრის ადგილიც იყო,”-ნათქვამია ფონდი მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები