რეკლამა

რას წერს "ლელო"-ს ერთ-ერთი ლიდერი ხარაგაულის შესახებ?

რას წერს "ლელო"-ს ერთ-ერთი ლიდერი ხარაგაულის შესახებ?

პარტია "ლელო-საქართველოსთვის" წევრი ანა ნაცვლიშვილი ხარაგაულის სოფლებში არსებული ვითარების შესახებ წერს.

"მოვიარეთ ხარაგაულის ულამაზესი სოფლები. სული შეგეკვრება, ისეთი ლამაზი, მაგრამ უპატრონოდ მიტოვებულია აქაურობა.
დაცარიელებული სოფლები, ადამიანების გარეშე დარჩენილი სახლები, ნისიების სქელი რვეული სურსათის მაღაზიაში, ბავშვთა კვების ძალიან მწირი ასორტი აფთიაქში, ამასაც ძლივს ყიდულობენო - კონსულტანტის სევდა, მიტოვებული შენობები, ვერდაგებული ქუჩები, უპატრონოდ მიტოვებული შინაური ცხოველები, ჩამქრალი თვალები და უზომო იმედგაცრუებით სავსე ადამიანები ... აქ რომ გეუბნებიან, მაინც მაქვს თქვენი იმედიო, ვერაფერს ვერ შევადარებ პასუხისმგებლობის ამ გრძნობას,"-წერს ნაცვლიშვილი. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები