რეკლამა

ხარაგაულის სოფელ კიცხში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

ხარაგაულის სოფელ კიცხში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება

ხარაგაულში, სოფელ კიცხში, ახალი, 50 ბავშვზე გათვლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი  საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. 

ბაღში ამჯერად  შიდა კოსმეტიკური სამუშაოები და გარე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. 

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს და მისი ღირებულება 1 278 332   ლარია.

კიცხის საბავშვო ბაღი რიგით მე-16 ახალი საბავშვო ბაღია, რომელიც ხარაგაულში ბოლო წლებში აშენდა.

ბაღში მიმდინარე სამუშაო პროცესს, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი მერის მოადგილესთან, დავით დევდარიანთან ერთად გაეცნო.


ტეგები:

Facebook - კომენტარები