TOPNEWS » მთავარი თემა » ზესტაფონის სოფელ ბოსლევში ტაძრამდე მისასვლელი ხიდი ეწყობა
ზესტაფონის სოფელ ბოსლევში ტაძრამდე მისასვლელი ხიდი ეწყობა

ზესტაფონში, სოფელ ბოსლევში წმინდა გიორგის ტაძრამდე მისასვლელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულებაა 138 600 ლარს შეადგენს.
"აღნიშნული ხიდით ყოველდღიურ რეჟიმში 200 - მდე ადგილობრივი სარგელობს. გარდა ადგილობრივებისა, სოფელ ბოსლევს, წმინდა გიორგის ტაძრის მოსანახულებლად, ტურისტებიც სტუმრობენ. მას შემდეგ რაც ხიდის მშენებლობა დასრულდება, ვფიქრობ კიდევ უფრო გაიზრდება მათი რიცხვი," - ამბობს ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი.
სატენდერო ვალდებულებით, ხიდის მშენებლობას შპს "ელ თი ბი" ჯფუფი ახორციელებს.