ზესტაფონში, სოფელ ბოსლევში წმინდა გიორგის ტაძრამდე მისასვლელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულებაა 138 600 ლარს შეადგენს.
"აღნიშნული ხიდით ყოველდღიურ რეჟიმში 200 - მდე ადგილობრივი სარგელობს. გარდა ადგილობრივებისა, სოფელ ბოსლევს, წმინდა გიორგის ტაძრის მოსანახულებლად, ტურისტებიც სტუმრობენ. მას შემდეგ რაც ხიდის მშენებლობა დასრულდება, ვფიქრობ კიდევ უფრო გაიზრდება მათი რიცხვი," - ამბობს ზესტაფონის მერი ვასილ გველესიანი.
სატენდერო ვალდებულებით, ხიდის მშენებლობას შპს "ელ თი ბი" ჯფუფი ახორციელებს.