სახალხო დამცველი ხონის ფსიქიატრიულში იმყოფებოდა

სახალხო დამცველი ხონის ფსიქიატრიულში იმყოფებოდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა. ომბუდსმენმა რეაბილიტირებული და ახალი შენობები, ეზო, დამხმარე ინფრასტრუქტურა, საერთო სივრცე დაათვალიერა და მისი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობით დაინტერესდა. ლევან იოსელიანი ასევე დაესწრო არტთერაპიის პროცესს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორ გოჩა ბაკურაძესა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ,ის ცენტრის ბენეფიციარებს შეხვდა და მათ ესაუბრა.

”მადლობა ბატონ ლევანს ჩვენთან სტუმრობისთვის. მე მისი ყურადღება ჯერ კიდევ ბათუმის სამედიცინო ცენტრში მახსოვს, რომლის თანადამფუძნებელიც ვარ. ჩვენი მიზანია, ინსტიტუციის განვითარება და გაძლიერება, რაც თავისთავად გულისხმობს ადამიანის უფლებების დაცვას, რადგან სწორი წესი და გამართული მექანიზმი არის მთავარი გარანტიც და პრევენციაც. ვფიქრობ, სახალხო დამცველის რეკომენდაციები სწორედ ამ მიზნისკენ სავალ გზას გააადვილებს,” -განაცხადა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები