TOPNEWS » მთავარი თემა » ცხოველების ნაწილს ქუთაისში მანიპულაციები ჩაუტარდა

ცხოველების ნაწილს ქუთაისში მანიპულაციები ჩაუტარდა

ცხოველების ნაწილს ქუთაისში მანიპულაციები ჩაუტარდა

ქუთაისის მუნიციპალიტეტში, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეფორმის ფარგლებში, მიმკედლებლების მოთხოვნით, ცხოველების ნაწილს შესაბამისი პროცედურები ადგილზევე ჩაუტარდა, ნაწილი კი, დამატებითი ვეტერინარული მანიპულაციებისთვის, თავშესაფარში გადაიყვანეს.

სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მიმკედლებლებს, ასევე ცხოველების მოყვარულებს, აღნიშნულ ლოკაციებზე მიიყვანონ ცხოველები, სადაც მათ, საჭიროების მიხედვით, ადგილზე ჩაუტარდებათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ის ცხოველები, რომლებსაც არ აქვთ ჩატარებული კასტრაცია/სტერილიზაცია, პასუხისმგებელ პირთან (მიმკედლებელი, ცხოველის მოყვარული) შეთანხმებით, შესაბამისი აქტის შედგენის საფუძველზე, გადაყვანილი იქნებიან თავშესაფარში. შესაბამისი მანიპულაციების ჩატარება-რეაბილიტაციის გავლის შემდეგ, ცხოველები  აყვანის ლოკაციაზე დაუბრუნდებიან პასუხისმგებელ პირებს, ასევე, შესაბამისი აქტის შედგენით.

თუ მითითებულ ლოკაციაზე ვერ ხერხდება ცხოველების მიყვანა, რანდენიმე  მიმკედლებელს შეუძლია მიმართოს  სააგენტოს. ეკიპაჟები მივლენ და უზრუნველყოფენ მანიპულაციების ჩატარებას მათ მიერ მითითებულ ლოკაციაზე,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu