ხონის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები ონის, სამტრედიის, თელავის, ბორჯომის და გორის სალოტბარო სკოლების 130 მოსწავლესთან ერთად, ანაკლიაში იმყოფებიან, სადაც ოთხი დღის მანძილზე მუსიკალურ, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალი მესამე - დასკვნით ნაკადს მასპინძლობს, რომელიც 17 ივლისს დაიწყო და უკვე უმასპინძლა 12 სალოტბარო სკოლას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
წინა ორი ნაკადის მსგავსად, მესამე ნაკადის პირველი დღეც ზუგდიდში კონცერტით დაიწყო, რომელიც ზუგდიდის სალოტბარო სკოლამ გახსნა.
მოსწავლეებს სიტყვით მიმართეს ფესტივალის ორგანიზატორმა, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ და ფესტივალის მხარდაჭერმა ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ.
სალოტბარო სკოლების ფესტივალი ,,მომავლის ხმები" კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და ანაკლიაში 28 ივლისამდე გაგრძელდება.