რეკლამა

ქართული ფოლკლორის ნამდვილი ზეიმი თურქეთში-ქუთაისელი მოცეკვავეები საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე

ქართული ფოლკლორის ნამდვილი ზეიმი თურქეთში-ქუთაისელი მოცეკვავეები საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალზე

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში, ბურსის რეგიონში იმყოფება.

მერი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან და საქართველოს ელჩთან თურქეთში გიორგი ჯანჯღავასთან ერთად,  თურქეთის მარმარილოს რეგიონის კავკასიურ-ქართული ასოციაციების ფედერაციაში შემავალი ინეგოლის კავკასიური ფოლკლორისა და კულტურის ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალს დაესწრო.

ღონისძიებაში როგორც ადგილობრივი ქართული დიასპორული ასოციაციების ბაზაზე მოქმედი ანსამბლები, ასევე, საქართველოდან, კერძოდ, ქუთაისიდან და ბათუმიდან მიწვეული შემოქმედებითი კოლექტივები მონაწილეობდნენ. 

"მინდა მადლიერება გამოვხატო ბურსის მერის და ადგილობრივი მთავრობის მიმართ, რომლებიც რეგიონში მოქმედი ქართული ასოციაციების მიმართ დიდ ყურადღებასა და მხარდაჭერას იჩენენ. ასევე,  მისასალმებელია ამ ფესტივალის ორგანიზატორთა ძალისხმევა, რომ მოგვცეს  საშუალება   ქართული ფოლკლორის ნამდვილ ზეიმში მიგვეღო მონაწილეობა. 

ქუთაისის ფოლკლორული ანსამბლი „იმედი 2000“, უკვე მეოთხე წელია აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობს,  რაც ჩვენი ქალაქისა და იქაური დიასპორის  მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს,"-განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები