TOPNEWS » მთავარი თემა » ჭიათურის სოფელ ღვითორში, “შინდისის გმირის” მემორიალი გაიხსნა
ჭიათურის სოფელ ღვითორში, “შინდისის გმირის” მემორიალი გაიხსნა
ჭიათურის სოფელ ღვითორში, 2008 წლის აგვისტოს ომში სამშობლოსთვის მებრძოლი შინდისის გმირის, შმაგი კუპატაძის სახელობის მემორიალი გაიხსნა.
ღონისძიებაზე სამშობლობისთვის თავდადებულ გმირებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მათი გმირობა თავისუფლებისა და ერთგულების სიმბოლოა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა შმაგი კუპატაძის ოჯახის წევრებთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღოლმა, დეკანოზამა ამირან მოდებაძემ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეები ესწრებოდნენ.

















