TOPNEWS » მთავარი თემა » ონის მერმა ჩეხეთის მოქალაქეს გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა

ონის მერმა ჩეხეთის მოქალაქეს გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა

ონის მერმა ჩეხეთის მოქალაქეს გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა

ონის მერმა სერგი ხიდეშელმა 
ჩეხეთის მოქალაქეს - მიშელ ბარტაკს, შოვის ტრაგედიის დროს გამოჩენილი გულისხმიერებისა და გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა. 

"მიშელი, 3 აგვისტოს, შოვის ტრაგედიის დროს, სტიქიის ეპიცენტრიდან მოშორებით იმყოფებოდა, რომელიც მეორე დღეს ოჯახთან ერთად მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ჩვენი, ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მას საშუალება მიეცა სტიქიის ზონაში საძიებო-სამაშველო სამუშაოებში ჩართული ადამიანებისთვის ცხელი კერძები მოემზადებინა.

კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას მიშელს და გამოვხატავ ჩემს პატივისცემას, ამ ტრაგედიის დროს გამოჩენილი ყურადღებისთვის,"-განაცხადა ონის მერმა.

ცნობისთვის, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის 9 ადამიანს ეძებენ. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu