TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის მეორე სამუსიკო სკოლაში საანგარიშო კონცერტი გაიმართა

ქუთაისის მეორე სამუსიკო სკოლაში საანგარიშო კონცერტი გაიმართა

ქუთაისის მეორე სამუსიკო სკოლაში საანგარიშო კონცერტი გაიმართა

ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში - ზ. ფალიაშვილის სახ. მე-2 სამუსიკო სკოლაში  საახალწლო კონცერტი ჩატარდა, სადაც წარმოდგენილი იყო  სკოლაში არსებული ყველა განყოფილების წარმატებული მოსწავლე.

საახალწლო კონცერტით სამუსიკო სკოლამ დამსწრე საზოგადოების წინაშე  წლის შემოქმედებითი ანგარიში წარადგინა.  აღსანიშნავია, რომ მე-2 სამუსიკო სკოლას 2025 წელს დაარსებიდან  70 წელი უსრულდება და  წლის მანძილზე  ჩატარებული  ყველა ღონისძიება ამ თარიღს მიეძღვნება. ასევე,  ამ თარიღთან დაკავშირებით, მომავალ წელს, სამუსიკო სკოლაში  იგეგმება  სიუბილეო კონცერტი, სადაც საშემსრულებლო ნომრებთან ერთად წარმოდგენილი იქნება სკოლის მრავალწლიანი ისტორია .

საახალწლო კონცერტს მე-2 სამუსიკო სკოლაში გაერთიანების მმართველის მოადგილე ბაია კოღუაშვილი დაესწრო.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu