3 შვილის დედა, რომელმაც ოცნება აიხდინა და წარმატებული ლაზეროთერაპევტი გახდა

3 შვილის დედა, რომელმაც ოცნება აიხდინა და წარმატებული ლაზეროთერაპევტი გახდა

ის პროფესია ყოველთვის მოწონდა. უფრო მეტიც, ოცნებობდა, აღნიშნულ სფეროში ერთ-ერთი პროფესიონალი და მოთხოვნადი კადრი ყოფილიყო. დღეს სამი შვილის დედა და ლაზერული ეპილაციის ცენტრ Laser Space-ს წარმატებული სპეციალისტია. ყოველთვის ცდილობს პაციენტი კაბინეტიდან კმაყოფილი, დადებითი ემოციებით დატვირთული წავიდეს და კვლავ უკან დაბრუნდეს.

“არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ვოცნებობდი ამ პროფესიის შესწავლაზე. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ეს ჩემი სფერო იყო და გადავწყვიტე ეს პროფესია შემესწავლა. მყავს 3 შვილი, თუმცა ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ამ მიზნისთვის მიმეღწია.

ჩემს სფეროში გადამწყვეტ როლს თამაშობს თუ რამდენად კომუნიკაბელურია ლაზეროთერაპევტი. საკმაოდ ბევრია პაციენტების ის კატეგორია, რომლებსაც უჭირთ კონტაქტში შესვლა. აქედან გამომდინარე, ძალზედ მნიშვნელოვანია თუ როგორ მიუდგება ლაზეროთერაპევტი პაციენტთან ურთიერთობას. გარდა ამისა, პაციენტი ყოველთვის გრძნობს რამდენად პროფესიონალია სპეციალისტი. აუცილებელია თბილი და მეგობრული დამოკიდებულება, რათა პაციენტი კმაყოფილი და დადებითი ემოციებით დატვირთული წავიდეს ლაზერული ეპილაციის ცენტრიდან. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი საქმე იმგვარად ვაკეთო, რომ ჩემი და პაციენტის ურთიერთობა ერთჯერადი არ იყოს და კმაყოფილი პაციენტი ჩვენი ცენტრის მეგობარი გახდეს,”- ამბობს ლაზერული ეპილაციის ცენტრ Laser Space-ს ლაზეროთერაპევტი ნინი ნაზარენკო.

სპეციალისტის განცხადებით, აღნიშნულ საქმეს მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს, რადგან ის გარდა იმისა, რომ ნინი ნაზარენკოსთვის შემოსავლის წყაროა, .პაციენტებთან ურთიერთობა და მათგან მიღებული დადებითი უკუკავშირი ნინის უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. ლაზეროთერაპევტი იმ აპარატზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის პირობებში შედეგი გარანტირებულია. 

“ჩვენ, Laser Space-ს გვაქვს უახლესი თაობის 4- სხივიანი აპარატი, რომლითაც ჩატარებული პროცედურა არის სრულიად უმტკივნეულო, პაციენტი არ განიცდის არანაირ დისკომფორტს, პროცედურის დროს არ უწევთ ტკივილის მოთმენა, პირიქით, სიამოვნებას განიცდიან. როდესაც მეუბნებიან, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა, ეს სიტყვები საოცრად მიმაღლებს განწყობას და უფრო თვითდაჯერებული ვხდები, რომ ასეთი განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე აპარატით ვემსახურები ქალბატონებს და მათ სილამაზეს. ასევე, აუცილებლად აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პაციენტები პირველივე პროცედურიდან იღებენ შედეგს. ეს ყოველივე განაპირობებს იმას, რომ პაციენტები სიხარულით მოდიან განმეორებითი პროცედურის ჩასატარებლად, რაც ჩვენი ერთგული პაციენტების რიცხვის ზრდას უზრუნველყოფს.

Laser Space-ს გუნდი ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ ქალბატონები ჩვენგან მაქსიმალურად თავდაჯერებულები და კმაყოფილები წავიდნენ. ჩვენთან მათ ელით  მყუდრო, ესთეტიური, თბილი, რაც მთავარია მეგობრული გარემო და გარანტირებული შედეგი,”-ამბობს ნინი ნაზარენკო.

ცნობისთვის, ლაზერული ეპილაციის ცენტრი Laser Space ქუთაისში, პუშკინის 3 ნომერში (ნეილ ტონის შენობა) მდებარეობს. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები